რას წერს მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ბიჭი
1747339192
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად ევროპის როლზე ისაუბრა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანტალიაში საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ ევროპის ლიდერობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთმა და უკრაინამ კეთილსინდისიერად დაიწყონ მოლაპარაკებები სწრაფი და მდგრადი მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ევროპელ მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპის მცდელობების შესახებ, შეაჩეროს უაზრო სისხლის ღვრა უკრაინაში“.
განცხადების მიხედვით, სახელმწიფო მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ NATO-ს ტვირთის განაწილებისა და ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდის გადაუდებელ აუცილებლობაზე.
მდივანმა რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო კომპანიები ტრანსატლანტიკური ინდუსტრიული ბაზის განუყოფელი ნაწილია და არ უნდა იყვნენ განზე გაწეული ევროპის გადაიარაღების მცდელობებისას.