ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის
1757536456
ევროპაში შეიქმნა სიტუაცია, რომელიც 1938 წელს მოგვაგონებს, როდესაც ჩეხოსლოვაკიამ დახმარება ითხოვა გერმანიასთან დაპირისპირებაში, მაგრამ, მისი მიუღებლობის გამო, ნაცისტების ხელში ჩავარდა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კალასის თქმით, დღევანდელი განსხვავება ისაა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, მთელი ევროპის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგება.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ისტორიის გაკვეთილი ისწავლა. კაია კალასი აღნიშნავს, რომ რუსეთთან უკრაინის ტერიტორიული დათმობების შესახებ მოლაპარაკებები ხაფანგია. კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი პუტინზე ზეწოლის გასაძლიერებლად სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობს.