9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1757795049
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორმა გამანადგურებელმა, რომელიც უკრაინის საზღვართან სათვალთვალო მისიას ახორციელებდა, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. როგორც სამინისტრო აღნიშნავს, დრონმა რადარებიდან გაქრობამდე, დაახლოებით 20 კილომეტრი იფრინა ქალაქ ხილია ვეჩეს სამხრეთ-დასავლეთით, რომელიც აღმოსავლეთ რუმინეთის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს.
უწყების ცნობით, დრონს დასახლებულ ტერიტორიებზე არ გადაუფრენია და მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია.