1732737464
ევროპარლამენტმა განსაზღვრა, რომ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება - რობერტა მეცოლა
ევროპარლამენტმა პირველივე დღიდან განსაზღვრა, რომ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების, ეს ფორმულირება ასახული იქნება ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში განუცხადა, სადაც დღეს ევროპული საბჭოს სამიტი უნდა გაიმართოს.
„ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ბევრ ქართველს ვესაუბრე. საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რაც ევროპარლამენტმა განსაზღვრა პირველივე დღიდან, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების. ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში. დღეს ასევე არის ისტორიული და განსაკუთრებული დღე, რადგან გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე და იმედი მაქვს, მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.