საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
1793808950
ევროპარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ახალი სახელმძღვანელო წესების შემუშავება დაიწყო. ამ ფონზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტარები გააფრთხილა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტისმეტად არ დაეყრდნონ ტექნოლოგიებს.
„ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესწორების პროექტის მომზადება ფუნდამენტურად ვერ ჩაანაცვლებს კოლეგასთან კონსტრუქციულ დებატებს“, - განაცხადა მეცოლამ პარლამენტში AI-ის გამოყენების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე. - „ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სამართლებრივი კვლევის ჩატარება საბოლოო ჯამში ვერ შეცვლის იმ განსჯასა და კრიტიკულ აზროვნებას, რაც რთული გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო“.
მეცოლას თქმით, კანონშემოქმედებით პროცესში აუცილებელია „დემოკრატიული პასუხისმგებლობის“ შენარჩუნება. მან ხაზგასმით აღნიშნა: „სადაც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი, ხალხმა ეს უნდა იცოდეს“.
„იმის მიუხედავად, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული AI პარლამენტში, პასუხისმგებლობა მაინც არჩეულ პირებს ეკისრებათ“, - დასძინა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.