ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი აფრიკაში საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის კრახზე საუბრობს და მინისტრის გადადგომას ითხოვს

ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარმა მარიონ მარეშალმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა აფრიკის კონტინენტზე კრახს განიცდის, რის გამოც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო უნდა გადადგეს.

როგორც მარეშალი წერს, ალჟირმა 12 ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

„აფრიკაში საფრანგეთის დამცირების შემდეგ ალჟირიდან საფრანგეთის საელჩოში მომუშავე ფრანგი დიპლომატების გაძევება ბაროს დიპლომატიას საბოლოო დარტყმას აყენეს. ასეთი ჩავარდნის შემდეგ ის უნდა გადადგეს“, - დაწერა მან.

ცნობისთვის, ალჟირისა და საფრანგეთის ურთიერთობებში კრიზისი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოფიციალურმა პარიზმა მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარაზე აღიარა მაშინ, როცა ალჟირი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდა.