„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
ბრიუსელში ფარისევლობა გასაოცარია - კაია კალასი ახლა ემუქრება უნგრეთს, რომ შეუზღუდავს წვდომას 16 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის სესხზე, თუ ჩვენ არ განვახორციელებთ ე.წ. „კანონის უზენაესობის“ რეფორმებს, რაც ნიშნავს - შევცვალოთ ჩვენი პოზიციები მიგრაციასთან, ომთან და უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროპარლამენტის უნგრელმა წევრმა, კინგა გალიმ.
„პირობითობის მექანიზმი გახდა პოლიტიკური შანტაჟის იარაღი და არა კანონის უზენაესობის საკითხი. და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ბრიუსელში მორიგი კორუფციული სკანდალი აგორდა. კალასის წინამორბედი, ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი კორუფციის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ბრიუსელის ელიტას ამის შესახებ მოულოდნელად სათქმელი არაფერი აქვს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.