ევროპამ გრენლანდიის საკითხზე ერთიანობა გამოავლინა - მეტე ფრედერიკსენი

მეტე ფრედერიკსენი

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ ევროპამ გრენლანდიის საკითხზე ერთიანობა გამოავლინა.

„ვფიქრობ, ყველასთვის გახდა ნათელი, რომ ეს არ ეხება მხოლოდ დანიის სამეფოს. რაც ხდება, უფრო ფუნდამენტურად ეხება ევროპულ საკითხებსა და ღირებულებებს. ეს ეხება ჩვენს დემოკრატიულ პრინციპებს, ჩვენს მთლიანობას და იმას, ვინ ვართ ჩვენ“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.

ფრედერიკსენი აღნიშნავს, რომ მადლიერია ევროპის მხარდაჭერისთვის, თუმცა ასევე აცხადებს, რომ მომავალში ევროპა უნდა გახდეს უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი.