ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არის, დაუწესოს გადასახადები აშშ-ის ტექნოლოგიურ გიგანტებს, თუ ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგად ევროპულ საქონელზე ტარიფები არ შემცირდება

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, დაუწესოს გადასახადები აშშ-ის ტექნოლოგიურ გიგანტებს, თუ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგად ევროპულ საქონელზე ტარიფები არ შემცირდება.

„ჩვენ ვამუშავებთ საპასუხო ზომებს. არსებობს კონტრზომების ფართო სპექტრი [...] იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები დამაკმაყოფილებელი არ იქნება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირი განიხილავს ზომების გამოყენებას ამერიკული მომსახურების კომპანიების, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ.

„მაგალითად, შეიძლება ციფრული სერვისების სარეკლამო შემოსავლებზე გადასახადის დაწესება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.