ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არის, აშშ-თან ერთად დააწესოს ერთდროული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, აშშ-თან ერთად დააწესოს ერთდროული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

„ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია ერთდროულად განვახორციელოთ ევროპული და ამერიკული სანქციები, თუ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირი ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს გეგმავს და ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, რუსული ენერგეტიკის დასანქცირებასა და რუსეთის ფინანსური წყაროების ამოწურვაზე ვართ ორიენტირებულნი“.