მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ამკაცრებენ გამოძიებას ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ის მიერ ევროკავშირის კონტენტის მოდერაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით. ბრიუსელი სოციალური ქსელისგან გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას და დოკუმენტაციის შენახვას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
2023 წლის დეკემბერში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ევროკომისიამ განაცხადა, რომ სთხოვს სოციალურ ქსელ X-ს, 15 თებერვლამდე წარადგინოს შიდა დოკუმენტაცია რეკომენდაციების სისტემის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს კონტენტს სთავაზობს.
„დღეს ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა ნათელი მოვფინოთ X-ის რეკომენდაციების სისტემების შესაბამისობას ევროკავშირის „ციფრული მომსახურების აქტის” ვალდებულებებთან“, – განაცხადა ევროკავშირის ციფრული დირექტორატის ხელმძღვანელმა, ჰენა ვირკუნენმა.
კომისიამ ასევე გასცა „შენახვის ბრძანება“, რომელიც X-სგან მოითხოვს, შეინახოს შიდა დოკუმენტები და ინფორმაცია რეკომენდაციების ალგორითმების დიზაინსა და ფუნქციონირებაში მომავალი ცვლილებების შესახებ, 17 იანვრიდან 2025 წლის ბოლომდე პერიოდში.
ევროკომისიამ ასევე მოითხოვა წვდომა X-ის გარკვეულ ტექნიკურ ინტერფეისებზე.
„ეს ნაბიჯები საშუალებას მისცემს კომისიის სამსახურებს, გაითვალისწინონ ყველა შესაბამისი ფაქტი, „ციფრული მომსახურების აქტის” ფარგლებში სისტემური რისკებისა და მათი შემცირების კომპლექსურ შეფასებაში“, – განაცხადეს კომისიაში.