ევროკომისარი კუბილიუსი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა წარმოადგენდეს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების საგანს

კუბილიუსი

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა წარმოადგენდეს რუსეთის მიერ წამოწყებული ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების საგანს. ამის შესახებ ევროკავშირის თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა.

მისი აზრით, ევროკავშირმა ვლადიმირ პუტინს მკაფიოდ უნდა აგრძნობინოს, რომ ომის გაგრძელება ვერ შეაჩერებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ზოგადად ორგანიზაციის გაფართოებას.

„ეს თემა მოლაპარაკებების ნაწილი არ უნდა იყოს“, - განაცხადა კუბილიუსმა. - „გაფართოება აუცილებლად უნდა განხორციელდეს პუტინის დასარწმუნებლად“.

კუბილიუსის მიერ გამოთქმული მოსაზრებით, პუტინმა ომი სწორედ იმიტომ წამოიწყა, რომ არ სურდა უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმატებას რუსი ხალხისთვის თავისი კურსის ალტერნატივაზე დაფიქრების სტიმული მიეცა. ევროკომისრის აზრით, თუ ბრუსელი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ახალი წევრების მიღების პროცესი ომის გაგრძელების მიუხედავადაც გაგრძელდება, ეს მოსკოვისთვის ომის შესაჩერებლად კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი გახდება.

კუბილიუსმა დასძინა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ვადები შესაძლოა ქვეყნიდან ქვეყნამდე განსხვავდებოდეს, თუმცა მოსკოვს ამ პროცესის დაბლოკვის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.

✕