ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა, რომელიც ბრიუსელში უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას კურირებს, განაცხადა, რომ კიევისთვის ფინანსური დახმარება და მისი პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზეა დამოკიდებული.
დომბროვსკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკიკორუფციულ პროკურატურას „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ უკრაინის რეფორმების პროგრამისთვის და დამოუკიდებლად უნდა იმოქმედონ, რათა ებრძოლონ კორუფციას და შეინარჩუნონ საზოგადოებრივი ნდობა“.
„ჩვენი ამჟამინდელი ფინანსური დახმარება უკრაინისთვის დამოკიდებულია გამჭვირვალობაზე, სასამართლო რეფორმებსა და დემოკრატიულ მთავრობებზე“, - განაცხადა მან.
„იგივე ეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც ასევე მოითხოვს კორუფციასთან ბრძოლის მძლავრ პოტენციალს“, - დასძინა ევროკომისარმა.