მტკვარში გადავარდნილი მანქანის მგზავრებს, ამ დრომდე ეძებენ - პოლიციამ 23 წლის ბიჭი დააკავა
1747228693
ევროკავშირის სასამართლომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი 2021-2023 წლებში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვის შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო დამნაშავედ ცნო.
ფონ დერ ლაიენს სასამართლოში ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა უჩივლა. 2023 წელს გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი კომპანია Pfizer-ის დირექტორთან ალბერტ ბურლასთან ევროკავშირისთვის 30 მილიარდი ევროს ოდენობის ვაქცინების შესყიდვის თაობაზე სმს-მიმოწერას აწარმოებდა.
გაზეთის თხოვნაზე, გაესაჯაროებინა მიმოწერა, ფონ დერ ლაიენმა უარი განაცხადა, რის გამოც The New York Times-მა მას სასამართლოში უჩივლა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმოწერის გასაჯაროებაზე უარის თქმის არანაირი უფლება არ ჰქონდა.