ევროკავშირის ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თვითმფრინავი

ევროკავშირის ავიაციის უსაფროების სააგენტო ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების ფონზე ავიაკომპანიებს მოუწოდებს ისრაელისა და ლიბანის საჰაერო სივრცეში შესვლას მოერიდონ.

ინფორმაციის თანახმად, აკრძალვა 2024 წლის 31 ოქტომბრამდე იმოქმედებს, თუმცა ავიაციის სააგენტო იტოვებს უფლებას მას გადახედოს და, თუ საჭიროდ ჩათვლის, მისი ვადა გაახანგრძლივოს ან შეამციროს.

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) დღეს გაავრცელა ცნობა, რომ გუშინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა. მოგვიანებით ცნობა ნასრალას მკვლელობის შესახებ თავად „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.