„ევრაქტივი“ – ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვის მასშტაბურ გეგმაზე მუშაობს

სოცქსელები

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვის მასშტაბურ გეგმაზე მუშაობს, – ამის შესახებ „ევრაქტივი“ წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ინიციატივას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 16 სექტემბერს, ყოველწლიური მიმართვისას ოფიციალურად წარადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, რა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება სოციალური მედიის გამოყენებისთვის და როგორ გაკონტროლდება რეგულაციის აღსრულება. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რამდენიმე ალტერნატიული მოდელი განიხილება, მათ შორის მშობლების სავალდებულო თანხმობის პროცესი და ასევე, ასაკის დადასტურების მკაცრი სისტემების დანერგვა.

ცნობისთვის, 2024 წელს ავსტრალია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე დააწესა. ანალოგიური შეზღუდვების მიღებას დიდი ბრიტანეთიც განიხილავს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან არასრულწლოვნებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას ეროვნულ დონეზე უკვე გეგმავენ საფრანგეთი და ესპანეთი.