კუკურელიამ ფინალის დაწყებამდე მოედანზე მონეტა დამარხა - მან 16-წლიანი „იღბლიანი“ რიტუალი გაიმეორა
1784891632
ევროპის მასშტაბით ორბანის მოკავშირეები უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა, ხოლო კორუფციული გამოძიების ფარგლებში „ფიდესის“ სათავო ოფისში ჩხრეკა ჩატარდა - მიუხედავად ამისა, ევროკომისია, როგორც ჩანს, ძირითადად იზიარებს ორბანის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟისკენ მიმართულ სწრაფვას, - წერს Euronews-ი.
მადიარმა, რომელმაც აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანი ხელისუფლებას ჩამოაცილა, წამოიწყო პოლიტიკური კამპანია სახელწოდებით „პურგატორიუმი (წმენდა)“. მისი მიზანი ორბანის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და წინამორბედის მიერ დანიშნული ოფიციალური პირების თანამდებობებიდან ჩამოშორებაა.
ორბანის განცხადებით, „უნგრეთში ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა დამყარდა“, ხოლო „ფიდესის“ დეპუტატმა და ყოფილი პრემიერის ახლო მოკავშირემ, ბალაშ ორბანმა Euronews-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩხრეკა პოლიტიკურ სარჩულს ატარებდა.
მადიარის განცხადებით, მთავრობა გამოძიებაში არ ერევა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგამოძიებო პროცესი პოლიტიკური სისტემისგან სრულიად დამოუკიდებლად მიმდინარეობს. პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა სავარაუდო თაღლითობისა და სხვა დანაშაულების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
ორი კვირის წინ, ევროპარლამენტის მემარჯვენე ფრაქციის 50-მდე დეპუტატმა ევროკომისიას მოუწოდა, სასწრაფოდ შეესწავლა უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობა.
ჯერჯერობით ევროკომისიას ორბანის მოკავშირეების ჩივილზე საპასუხო რეაგირება არ მოუხდენია. ამის მიუხედავად, ევროკომისრები დადებითად განწყობილნი რჩებიან იმ რეფორმების მიმართ, რომელთაც მადიარის მთავრობა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს.