კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1727971792
აზერბაიჯანმა რუსეთიდან გაზის იმპორტი დაიწყო, რამაც ბაქოს შიდა მოთხოვნა სრულად უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა ეს შეთანხმება სერიოზულ კითხვებს აჩენს აზერბაიჯანის მიერ ევროპაში ექსპორტის გაზრდის შესახებ აღებული ვალდებულების კუთხით - წერს გამოცემა Eurasianet.
მედია დაინტერესდა, შეასრულებს თუ არა ოფიციალური ბაქი ბრიუსელთან დადებულ შეთანხმებას გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ, იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი საკუთარი მარაგის შევსებას რუსეთიდან იწყებს.
რუსეთის სახელმწიფო გაზის მწარმოებელმა და ექსპორტიორმა "გაზპრომმა" 18 ნოემბერს განაცხადა, რომ მან აზერბაიჯანის სახელმწიფო გაზის კომპანია "სოკარისთვის" გაზის მიწოდება დაიწყო 15 ნოემბერს და 2023 წლის მარტამდე მთლიანობაში მილიარდ კუბურ მეტრს მიაწვდის.
თავის მხრივ, აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-თან SOCAR-მა განმარტა, რომ იგი დიდი ხანია თანამშრომლობს "გაზპრომთან" და რომ ორი კომპანია "ცდილობს ოპტიმიზაციას გაუწიოს ინფრასტრუქტურას გაზის ნაკადების ურთიერთგაცვლის ორგანიზებით".
შეთანხმება გაფორმდა შუა ზამთრის პიკური მოთხოვნის პერიოდის წინ, რადგან აზერბაიჯანი შეეცდება შეინარჩუნოს გაზის შიდა მომხმარებლებისთვის მიწოდება და ასევე შეასრულოს საქართველოსა და თურქეთთან საექსპორტო ვალდებულებები, ასევე ევროპასთან ახლახან გაფართოებული შეთანხმება.
სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ევროპაში ექსპორტმა მიმდინარე წელს 10 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა მიაღწიოს, მაგრამ ევროკავშირთან ივლისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმის მიხედვით, ბაქო დათანხმდა ექსპორტის გაზრდას 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
ეს ზრდა მიზნად ისახავდა ბრიუსელის დახმარებას რუსული გაზის მიწოდების დანაკარგის ანაზღაურებაში, რომელიც მოსკოვმა შეწყვიტა ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ.
"თუ საიდან მოდის დამატებითი მოცულობა, გაურკვეველია. კონსორციუმთან დაახლოებული წყარო, რომელიც ფლობს აზერბაიჯანის გიგანტურ შაჰ დენიზის გაზის საბადოს, დაუდასტურა Eurasianet-ს, რომ ახალი საექსპორტო კონტრაქტები არ გაფორმებულა და საბადო ამჟამად მხოლოდ 10 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებაზეა დადებული, ანუ ადრე შეთანხმებული მოცულობით", - წერს Eurasianet.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაქო აპირებს გამოიყენოს რუსული გაზი თავისი შიდა ბაზრის მიწოდებისთვის, რათა გაათავისუფლოს მარაგი და შეძლოს შეასრულოს თავისი ვალდებულებები ბრიუსელთან.