ეტნაზე მყოფ 30 წლის ტურიტს ელვამ დაარტყა

ვერტმფრენი

30 წლის ამერიკელი ტურისტი, რომელსაც გუშინ ღამით ეტნაზე ელვა დაეცა, კატანიაში, კანიცაროს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ვულკანზე აკრძალულ ზონაში იმ დროს შევიდა, როდესაც ტერიტორიაზე ძლიერი ჭექა-ქუხილი მძვინვარებდა. ამ დროს მას ელვა დაეცა.

განგაში დაახლოებით საღამოს 8:00 საათზე ამოქმედდა, როდესაც მეხანძრეები ტურისტს მიადგნენ, რომელიც უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მაშველებმა პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიღებული ზომების მიუხედავად, მამაკაცი გარდაიცვალა.