1757360048
ესტონეთში აცხადებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის გამოც რუსი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
როგორც „როიტერი“ წერს, დიპლომატი სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. გამოცემის ცნობით, რუსულმა MI-8 ვერტმფრენმა ბალტიის ზღვაში, ვაინდლოოს კუნძულთან ესტონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.
„ეს წელს მესამე ასეთი ინციდენტია, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნამ X-ზე.