1733258119
ესპანეთის მთავრობა ვალენსიაში წყალდიდობის გამო 10 000 ჯარისკაცსა და პოლიციელს გააგზავნის
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა.
სტიქიის საპასუხოდ, ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა გამოაცხადა, რომ წყალდიდობისგან ყველაზე მეტად დაზარებულ რეგიონში, ვალენსიაში დამატებით 5 000 პოლიციელი და 5 000 ჯარისკაცი გააგზავნიან.
ახლანდელი მონაცემებით, ვალენსიის რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე დაახლოებით 1 700 ჯარისკაცი არის ჩართული. მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ჯერ კიდევ ეძებენ.
სანჩესის თქმით, ხელისუფლებამ ელექტროენერგიაზე წვდომა სახლების 90%-ს აღუდგინა და გაფუჭებული სატელეფონო ხაზების ნახევარი აღადგინა.
მაროდიორობის საპასუხოდ, სანჩესის თქმით, ქუჩებში პოლიციისა და ჯარისკაცების რაოდენობას გააორმაგებდნენ.
კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი წყალდიდობები გამოიწვია.
31 ოქტომბერს, ქვეყანაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.