ესპანეთი საწვავზე დღგ-ს 21-დან 10%-მდე შეამცირებს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

ესპანეთის მთავრობა საწვავზე დამატებითი ღირებულების გადასახადის 21-დან 10%-მდე შემცირებას გეგმავს. ამ გადაწყვეტილების მიზანია აშშ-ის და ისრაელის ირანზე შეტევით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების მოსახლეობისთვის შერბილება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ასევე ქვეყნის ხელისუფლება ნავთობპროდუქტებზე დროებით აქციზური გადასახადის შეჩერებას გეგმავს, რის შედეგად ბენზინი და დიზელის საწვავი 40 ევროცენტით უნდა გაიაფდეს. გარდა ამისა, ელექტროენერგიის მოხმარებაზე 5%-იანი გადასახადიც გაუქმდება.

Reuters-ის ცნობით, ევროპული ქვეყნები ირანში ომის პირობებში ინფლაციის შემაკავებელ ზომებსაც ამზადებენ. 2027 წლისთვის ინფლაციამ, შესაძლოა, 4%-ს მიაღწიოს. ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული 2%-იან მონაცემებზე დასაბრუნებლად ევროპას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს.

მანამდე საწვავზე აქციზური გადასახადი იტალიამ შეამცირა, რამაც საწვავის 25 ევროცენტით გაიაფება გამოიწვია.