ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
ირანიდან თურქეთის მიმართულებით რაკეტის გაშვება სერიოზული ინციდენტია", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
თუმცა, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია ნატოს მე-5 მუხლის გააქტიურების საფუძველს არ ქმნის.
მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
რუტეს განცხადებით, ირანმა თავი უნდა შეიკავოს ახლო აღმოსავლეთის, მისი მეზობლების, ისრაელისა და ევროპის წინააღმდეგ მუქარის შემცველი რიტორიკისგან და თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებსაც დაძაბულობის ესკალაცია შეუძლია.
მისივე თქმით, ერთობლივი პასუხისმგებლობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია.