1731174833
„ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა“- მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა
მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა – 50,4 გრადუსი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მედიის ცნობით, ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა. ძლიერმა სიცხემ მაროკოს რამდენიმე ქალაქი დააზარალა – ლაიუნე, სმარა და აგადირი, სადაც განგაშის წითელი სიგნალი ამოქმედდა.
როგორც მედია წერს, ეს საგანგაშო რეკორდული ტემპერატურა ხაზს უსვამს მაროკოში კლიმატის ცვლილების შედეგებს, რასაც გავლენა ექნება ექსტრემალურ ამინდზე მთელ მსოფლიოში.
ასევე ნახეთ:
„11 წელი ერთად...“ - ნახეთ ვაკო ყაზაიშვილისა და გვანცას ქორწინების იუბილეს რომანტიკული კადრები