1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
აშშ-ში, ქალაქ დენვერის გარეუბანში ხანძრის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ცეცხლმოკიდებული სახლიდან მაშველებმა სულ 9 ადამიანი გამოიყვანეს. დაღუპული ბავშვები 2 წლის ტიფანი და 9 წლის ჟასმინი იყვნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ბავშვების დედა იმ მომენტზე ჰყვება, როდესაც ხანძრის შესახებ გაიგო.
„საშინელებაა, როცა დედა ხარ და სამსახურში ყოფნისას დაგირეკავენ ტელეფონზე და გეუბნებიან, რომ შენს სახლში ხანძარია. უბრალოდ არ ვიცი. ძნელია და მტკივა... ერთ ღამეში, ჩემი ცხოვრება შეიცვალა“,- ამბობს ბავშვების დედა.
უბედური შემთხვევის თვითმხილველი მეზობელი ამბობს, რომ ამდენი სახანძრო და პოლიციის მანქანა ერთად მის ცხოვრებაში არ უნახავს.
„ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი ოჯახი სასწრაფო დახმარების მუშაკებმა წაიყვანეს. ყველაზე შემაშფოთებელი სცენა იყო ის, როგორ ეჭირა მაშველს ბავშვი ხელში და სასწრაფო დახმარების მანქანისკენ გარბოდა.
ასევე ნახეთ:
„ეს მხეცები როდემდე დახოცავენ ქალებს...“ - რას წერს ნანუკა გულუა
„უკარგესი ადამიანი იყო, ვერ ვიჯერებთ ასე ტრაგიკულ სიკვდილს“ - უბედური შემთხვევის დეტალები