1737312489
ერევნის მერი სამუშაო დღის ადრე დასაწყებად, მოქალაქეების გაღვიძების ახალ მეთოდს აანონსებს
სომხეთის დედაქალაქის მერის ჰრაჩია სარქისიანის ინიციატივით, სამუშაო დღის ადრე დასაწყებად ქალაქს 7 საათზე მუსიკის ხმა გააღვიძებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„დარწმუნებული ვარ, ქალაქი ადრე გაიღვიძებს, სამუშაო დღეც ადრე დაიწყება.
ამიერიდან, ყოველდღე, დილის 07:00 საათიდან, მუსიკას, რომელიც მერიის საათიდან გვესმის, დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში გაიგონებენ.
გარდა ამისა, ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ კვლავ გაეცნონ დღის საათს და ჰაერის ტემპერატურას LED-ეკრანზე, რომელიც ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის სახურავზე დამონტაჟდება“, - წერს ერევნის მერი სოციალურ ქსელში.