ერაყში ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში პოლიტიკოსები დააკავეს

ერაყში ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში პოლიტიკოსები დააკავეს

ერაყის უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციის ბრალდებით რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრა. სპეცოპერაცია ბაღდადის მწვანე ზონაში ჩატარდა. ანტიკორუფციული კამპანიის ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ალი ალ-ზაიდია.

ერაყის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სულ 47 ადამიანია დაკავებული, მათ შორის პარლამენტის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები. დაკავებულებს შორისაა ნავთობის მინისტრის მოადგილე ასევე, წარმომადგენელთა საბჭოს წევრები, რომლებსაც რამდენიმე დღით ადრე პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა.