მნიშვნელოვანი ინფორმაცია მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
1773217379
ერაყში ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა აცხადებს, რომ ბოლო თორმეტი დღის განმავლობაში 291 სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და თავდასხმების დროს ცამეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.
ირანული მედიის თანახმად, ერაყულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ერაყსა და მთელ რეგიონში აშშ-ის ბაზების წინააღმდეგ ბოლო 24 საათში ჩაატარა 31 ოპერაცია, ათობით დრონისა და რაკეტის გამოყენებით.
ერაყულმა დაჯგუფებამ გააფრთხილა ევროპული ქვეყნები, თავი შეიკავონ ირანის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობისგან. ასევე, დასძინა, რომ აგრესიაში მონაწილე ნებისმიერი ქვეყანა მტრად ჩაითვლება და მისი ძალები და ინტერესები ერაყსა და მთელ რეგიონში შურისძიების ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა.