ენტონი ბლინკენი: ახლა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების დრო არ არის, ყურადღება ფოკუსირებული უნდა იყოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანაზე, მძევლების გათავისუფლებაზე

 ენტონი ბლინკენი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ახლა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების დრო არ არის.

ამის შესახებ ენტონი ბლინკენი „უოლ სთრით ჯორნალში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს.

ენტონი ბლინკენის თქმით, ახლა ყურადღება ფოკუსირებული უნდა იყოს ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანაზე და ისრაელის თავდაცვის ძალების პელესტინის ტერიტორიიდან გაყვანაზე.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილება აღიარონ პალესტინის სახელმწიფო – მორალურად სწორია და გამოხატავს გლობალურ კონსენსუსს, თუმცა ამის გაკეთება ღაზის სექტორის მმართველობიდან დაჯგუფება „ჰამასის“ ჩამოშორების გარეშე გააძლიერებს ტერორის მომხრეებს პალესტინურ მხარეს და პალესტინის სახელმწიფო მოწინააღმდეგეებს ისრაელის მხარეს.

ცნობისთვის, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ასევე ავსტრალიაში განაცხადეს რომ სექტემბერში აპირებენ აღიარონ პალესტინის სახელმწიფო.