მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ქარი - გაფრთხილება ამინდის შესახებ
1735206452
საფრანგეთსი პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ცენტრისტი პოლიტიკოსი ფრანსუა ბაირუ დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს. ფერანსუა ბაირუ ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს უკვე შეხვდა.
ცნობისთვის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ თანამდებობა დატოვა. ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მემარცხენე „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ძალისხმევა გააერთიანეს და მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს.
ბოლო 60 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ბარნიეს მთავრობამ მხოლოდ 90 დღე იმუშავა. ამის მიზეზი ბიუჯეტის შესახებ კანონის დეპუტატების მიერ მისი დამტკიცების გარეშე მიღება გახდა, რაც ითვალისწინებდა ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას 40 მილიარდი ევროთი და გადასახადების გაზრდას, ჯამში, 20 მილიარდით.