„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ირანში არსებული ვითარება არასტაბილური რჩება.
„სიტუაცია, როგორც ნათლად ვხედავთ, კვლავ არასტაბილურია. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩვენ თავიდანვე ამას ვუჭერდით მხარს და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური განცხადებაა, რომელიც ყველას მოუწოდებს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, შეწყვიტონ ბრძოლა. თუმცა, ბოლო რამდენიმე წუთმა აჩვენა, რომ სიტუაცია კვლავ ძალიან მყიფეა, ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ყველამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების განახლება. რეგიონის სტაბილურობა, ისევე როგორც ადამიანების სიცოცხლე, საფრთხის ქვეშაა. ჩვენი საერთო მიზანია, ხელი შევუშალოთ ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, ირანში მიმდინარე მოვლენების გარდა, მათი პრიორიტეტი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა.
„ირანში მიმდინარე მოვლენების გარდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის და ჰუმანიტარული დახმარების განახლების აუცილებლობას. ღაზა აბსოლუტური პრიორიტეტია“, – განაცხადა მაკრონმა.