ემანუელ მაკრონი თავდაცვის კაბინეტის საგანგებო შეხვედრას მართავს

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავდაცვის კაბინეტის საგანგებო შეხვედრას მართავს.

„როიტერის“ ცნობით, განიხილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის მოპოვებისა და ირანში საყოველთაო საპროტესტო აქციების ჩახშობის საკითხები.

შეხვედრა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე დაიწყო.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ საფრანგეთი გრენლანდიაში, დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს.