"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპენსიო რეფორმის გარშემო დისკუსიის დასასრულებლად რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის ემანუელ მაკრონმა სლოვენიაში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სადავო საპენსიო რეფორმა გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ შეაჩერა, რათა მთავრობისთვის უნდობლობის საკითზე ჩანიშნული კენჭისყრის წინ „სოციალისტური პარტიის“ მხარდაჭერა მოეპოვებინა.
2023 წლის დასაწყისში საფრანგეთში საპენსიო რეფორმის ინიცირებას მასობრივი დემონსტრაციები და არეულობები მოჰყვა. ემანუელ მაკრონმა სადავო საპენსიო რეფორმა პარლამენტის გვერდის ავლით დაამტკიცა, რადგან საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების მომხრეთა საკმარისი რაოდენობა არ იყო.