ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ოპერაცია ორივე ხალხს კატასტროფამდე მიიყვანს

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ოპერაცია ორივე ხალხს კატასტროფამდე მიიყვანს.

ემანუელ მაკრონმა განცხადება გამოაქვეყნა იორდანიის მეფე აბდალა II-სა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ას-სისისთან მოლაპარაკებების შემდეგ.

„ჩვენ ვიზიარებთ რწმენას: სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში, რომელსაც ისრაელი ამზადებს, შესაძლოა მხოლოდ კატასტროფამდე მიიყვანს ორივე ხალხისთვის და საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს ჩავარდეს მუდმივი ომის მორევში”, – დაწერა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი მოწოდება ღაზის სექტორში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ. მან ასევე დაასახელა ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის მოსახლეობისთვის მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, ასევე „ჰამასის“ განიარაღება და პალესტინის ადმინისტრაციის გაძლიერება, როგორც ომის დასრულების წინაპირობები.