„საცოდაობა ტრიალებს...“ - ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია
1755718983
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ქობულეთის შემოვლით გზაზე დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ახალგაზრდების – ლაშა ქირიას, თამარ შულაიას, ელისაბედ (ლიზი) გერგედავას და მარიამ დოხნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და ნათესავებს.
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე, უფალო სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთასა. ამინ!“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც, ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მანქანაში მყოფი სამი დაშავებული კი ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.