„ენით აღუწერელი ტრაგედია...“ - ცნობილია წყალტუბოში ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა
1756372914
629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე, ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა, ეს არის ტერორი და ბარბაროსობა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი გმობს სასტიკ თავდასხმებს და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
„629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე, ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა. ეს არის ტერორი და ბარბაროსობა. ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. განზრახ დაბომბეს საცხოვრებელი რაიონები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები. საფრანგეთი უმკაცრესად გმობს ამ უაზრო და სასტიკ თავდასხმებს. სრული მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს და ღრმა თანაგრძნობა ყველა მგლოვიარე ოჯახის მიმართ“, – წერს ემანუელ მაკრონი.
ცნობისთვის, გასულ ღამეს კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 15 პირი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულია, სულ მცირე, 48 ადამიანი.