„ელიტა ასობით მილიარდი დოლარის წყალობით, რომელიც უკრაინაში მიედინება, ძალიან გამდიდრდა, მაშინ როცა რიგითი მოქალაქეების შვილებს იწვევენ ჯარში და სანგრებში სიკვდილისთვის აგზავნიან“ – ილონ მასკი

ილონ მასკი

კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინული ელიტა ასობით მილიარდი დოლარის წყალობით, რომელიც უკრაინაში მიედინება, ძალიან გამდიდრდა, მაშინ როცა რიგითი მოქალაქეების შვილებს იწვევენ ჯარში და სანგრებში სასიკვდილოდ აგზავნიან.

მისი განცხადებით, უკრაინაში ელიტისა და მოსახლეობის ინტერესებს შორის უზარმაზარი სხვაობაა.

„უკრაინაში რეალურად ის ხდება, რომ ქვეყნის ელიტასა და მოსახლეობას შორის ინტერესთა უზარმაზარი სხვაობაა. ელიტა ასობით მილიარდი დოლარის წყალობით, რომელიც უკრაინაში მიედინება, ძალიან გამდიდრდა, მაშინ როცა რიგითი მოქალაქეების შვილებს იწვევენ ჯარში და სანგრებში სიკვდილისთვის აგზავნიან“, - დაწერა მასკმა.

✕