ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
ეგვიპტის ქალაქ ჰურგადას სამხრეთით, წითელ ზღვაში, ზვიგენების თავდასხმის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადგილები, სადაც ზვიგენები ქალებს თავს დაესხნენ, ერთმანეთისგან დაახლოებით 600 მეტრითაა დაშორებული. დაღუპულთაგან ერთი 70 წლამდე, მეორე კი 40 წლამდე ასაკისაა.
მათი ცხედრები ზვიგენების თავდასხმიდან რამდენიმე საათში იპოვეს.
დაღუპულთაგან ერთი (40 წლამდე ასაკის ქალი) რუმინელი ტურისტი იყო, მეორე კი (68 წლის ქალი) ავსტრიელი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეგვიპტეში ცხოვრობდა.