ებრაული მედია: ისრაელმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა

ისრაელი

ისრაელის ხელისუფლება პრინციპის დონეზე ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ეს ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. როგორც ისრაელის, ასევე ლიბანის ხელისუფლება საბოლოო დეტალების შეჯერებას აპირებს.

როგორც მედიამ გაარკვია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მდინარე ლიტანის ჩრდილოეთისკენ გადასვლას, სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარის გაყვანას და ისრაელსა და ლიბანს შორის სადავო მოსაზღვრე ტერიტორიების დემარკაციას გულისხმობს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების კონტროლი დაევალება საერთაშორისო ორგანოს, რომელსაც აშშ უხელმძღვანელებს. ისრაელი, თავის მხრივ, ცდილობს ვაშინგტონისგან მიიღოს გარანტიები, რომ „ჰეზბოლას“ მიერ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მას სამხედრო მოქმედებების დაწყების უფლება ექნება.