ძლიერმა წვიმამ კატალონიაში წყალდიდობა გამოიწვია

გჰ

ესპანეთში, კატალონიის რეგიონში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ვრცელდება ცნობები მანქანებში ჩაკეტილ ადამიანებზე. დაზარალდა ქალაქები ლა რაპიტა და სანტა ბარბარა. გამოცხადებულია განგაშის წითელი დონე.

სტიქიის გამო შეფერხებულია მატარებლების მოძრაობა. სპეციალისტები რეგიონში დღესაც ნალექს პროგნოზირებენ. ამ ეტაპზე ცნობები დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა.