ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია

ესპანეთში გაუსაძლის სიცხეებს 1 029 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.

გემებს ტვირთების შემცირება უწევთ, რაც სატრანსპორტო ხარჯებს ზრდის. შეფერხებულია მუშაობა რუმინეთის კონსტანცას პორტში. პრობლემებია ელექტროენერგიის გამომუშავების მხრივაც. წლის უკმარისობის გამო ელექტროსადგურები მხოლოდ 30-40%-იანი დატვირთვით მუშაობენ.