1770671781
ძლიერი ყინვის გამო ნიუ-იორკში 18 ადამიანი დაიღუპა - სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა
ძლიერი ყინვის გამო ნიუ-იორკში 18 ადამიანი დაიღუპა. განცხადება ქალაქის მერმა ზოჰრამ მამდანიმ გაავრცელა.
მისი თქმით, შაბათ-კვირას ნიუ-იორკში ყველაზე ცივი ტემპერატურა დაფიქსირდა და ქალაქში უფრო ცივა, ვიდრე ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 1 400 ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი. როგორც მედია წერს, მას შემდეგ, რაც მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ნიუ-იორკის სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა












