ძლიერი ქარის გამო ლოს-ანჯელესში ხანძრის გავრცელების საფრთხე კვლავ კრიტიკულია

ლოს ანჯელესი

ძლიერი ქარის გამო ლოს-ანჯელესში ხანძრის გავრცელების საფრთხე კვლავ კრიტიკულია, - განაცხადა ოლქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელობამ.

ხანძარს კალიფორნიაში უკვე ერთი კვირაა ებრძვიან. სტიქიამ ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი იმსხვერპლა. 6 დაკარგულად ითვლება.

განადგურებულია 12 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 150 მილიარდ დოლარს აღემატება.