1761079515
დუბლინში, მიგრაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა პოლიციის ავტომობილი დაწვეს და სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, დაკავებულია ექვსი პირი - მედია

მედიის ინფორმაციით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, მიგრაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა პოლიციის ავტომობილი დაწვეს და სამართალდამცველებს თავს დაესხნენ. დაკავებულია აქციის ექვსი მონაწილე.
აქცია ირლანდიის დედაქალაქში, თავშესაფრების მაძიებლების საცხოვრებელი შენობის მახლობლად გაიმართა. აქციაზე დაახლოებით 500 დემონსტრანტი იყო.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ირლანდიის დროშები და მიგრაციის საწინააღმდეგო ლოზუნგებიანი პლაკატები. მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მიმართულებით შუშის ბოთლები და პიროტექნიკა ისროლეს.
აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც 22 ოქტომბერს 20 წლის მამაკაცს არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენეს.