რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1772281034
დუბაიში საცხოვრებელ ზონაში აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დუბაის პალმ-აილენდის საცხოვრებელ უბანში რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ასევე, მედიის ინფორმაციით, ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში დრონით დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე მუშა დაშავდა. აფეთქებების ხმა გაისმა დოჰაშიც.
კატარის საგარეო უწყებამ ქვეყნის „ტერიტორიაზე ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვა მკაცრად დაგმო“.
„კატარი სრულ უფლებას იტოვებს, რომ ამ თავდასხმას უპასუხოს“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.