დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

დუბაი

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 დრონის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთა შორის არის ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, განის 2 და ბანგლადეშის 1 მოქალაქე, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის მიუხედავად, საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.