დორტმუნდში დააკავეს კაცი, რომელიც ანგელა მერკელისა და ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდა - „ბილდი“

ანგელა მერკელი და ოლაფ შოლცი

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ანგელა მერკელისა და ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ „ბილდი“ იუწყება.

„ბილდის“ ინფორმაციით, ყოფილი კანცლერების გარდა, 49 წლის მარტინ ს.-ს მსხვერპლთა სიაში კიდევ 20-ზე მეტი გერმანელი პოლიტიკოსი და მთავრობის წარმომადგენელი ჰყავდა.

როგორც გამოცემა წერს, მამაკაცი კორონავირუსის პანდემიის დროს გერმანიის მთავრობის პოლიტიკას და ქმედებებს მკაცრად ეწინააღმდეგებოდა, რამაც, სავარაუდოდ, მას მკვლელობების დაგეგმვა აიძულა.