პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების განთავისუფლება, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ეს არ არის ანექსია. ეს არის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ითხოვენ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენული სახელმწიფოები, გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება. ჩვენ ვიცავთ მოსახლეობას და ვეხმარებით მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.
ჩვენი აშკარა მიზანი, რა თქმა უნდა, არის, რომ უკრაინის არმია და უკრაინული ბატალიონები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან გავდევნოთ. რაც შეეხება უკრაინის დანარჩენ ტერიტორიებს, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ რუსეთთან კავშირების გაწყვეტა, ეს ამ რეგიონების მოსახლეობის გადასაწყვეტი იქნება“, - განაცხადა ლავროვმა.