1753907233
დონალდ ტუსკი: არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ ომი უკრაინაში მალე შეჩერდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინაში ომი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეჩერდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსული საფრთხე გაქრება.
პოლონური მედიის თანახმად, ტუსკმა ეს განცხადება პოლონეთის ერთ-ერთი სამხედრო სამრეწველო საწარმოში სტუმრობისას გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რუსული საფრთხის ფონზე პოლონეთის არმიის მოდერნიზება და გაძლიერება აუცილებელია.
„არსებობს დიდი ვარაუდი, მრავალი ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ რუსეთ-უკრაინის ომი უახლოეს მომავალში, ყოველ შემთხვევაში, შეჩერდება. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში ჩვენს ვითარებას არ ცვლის“, - აღნიშნა ტუსკმა.