„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
ღია ბრალდებები კორუფციასთან მიმართებით და მოწოდებები არჩევნების ჩატარებისთვის - სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე, ზელენსკის მიმართ ტრამპი მორიგი მწვავე განცხადებებით გამოდის.
თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცილებელია, უკრაინის პირველმა პირმა მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს და ომი დაასრულოს.
ტრამპმა უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებულ მძიმე მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და ზელენსკის უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მკაცრად მოსთხოვა, რადგან, მისივე თქმით, ეს ხალხის დაკვეთაა.
"ამის თქმა არ არის ვინმეზე ჩრდილის მიყენება. უკრაინაში, კორუფციის მხრივ, უმძიმესი მდგომარეობაა. ადამიანები კითხულობენ: როდის იქნება არჩევნები? საერთოდ იქნება თუ არა? თუ ისინი უბრალოდ ასე გაგრძელებას აპირებენ?" - აცხადებს ტრამპი.